ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა 185-185 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის განცხადებით, ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები, მათ შორის, აზოვსტალისა და მარიუპოლის მცველებიც არიან.

როგორც ზელენსკი იუწყება, ზოგიერთი მათგანი რუსების ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

იტვირთბა....