სანკტ-პეტერბურგზე კვლავ დრონებით თავდასხმა განხორციელდა – ბოლო კვირის განმავლობაში ეს პეტერბურგზე უკვე მეორე დატყმაა.
- პირველ იერიში განხორციელდა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, 3 ივნისს.
უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმაზე ცნობა გაავრცელა ქალაქის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბეგლოვმა – რომელმაც ქალაქის მცხოვრებთ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში სამი ადამიანი დაშავდა, ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან. ბეგლოვი აცხადებს, რომ “რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს ზიანის აღკვეთა”.

