“ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომერი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აჭარაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს.
ვარშალომიძის აუდიტში დაბარების მიზეზი მის მიერ ორი დღის წინ დაწყებული კამპანია გახდა, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, რომ ლევან ვარშალომიძეს ორშაბათს ელოდებიან და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადგინდება, არსებობს თუ არა დარღვევა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ვარშალომიძის ქმედებას ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძე უკრაინიდან აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.