აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშა – დღეს ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს

რუმინეთთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური თამაშისთვის მზადება დაიწყო, რომელიც 5 ივნისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვილი სანიოლის გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, ვისაც რუმინეთის წინააღმდეგ შედარებით მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ ან მოედანზე არ გასულან.

გუნდთან ერთად ივარჯიშა ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ შეუერთდა და სანიოლმა რუმინეთთან მატჩში დაასვენა – „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ბაჰრეინთან ითამაშებს.

დღეს საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს, მანამდე კი მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ნაკრები:

16:30 – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია;

17:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი).

ბაჰრეინის ნაკრები:

18:30 – ბაჰრეინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დრაგან ტალიჩის პრესკონფერენცია;

19:00 – ბაჰრეინის ნაკრების ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი).

იტვირთბა....