ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

UNICEF: ნიგერიაში 50 ათასამდე ბავშვს შიმშილისგან სიკვდილი ემუქრება

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ 50 ათასამდე ბავშვს შიმშილისგან სიკვდილი ემუქრება, – ამის შესახებ დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა მანუელ ფონტენმა განაცხადა.

მისი თქმით, საკვები პროდუქტის მწვავე უკმარისობას ნიგერიის ბორნოს შტატში მცხოვრები ბავშვების თითქმის მეოთხედი განიცდის. ისინი სამედიცინო დახმარებასა და სურსათის რეგულარულ მიწოდებას საჭიროებენ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდში აღნიშნავენ, რომ ბორნოს შტატის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნახევრად დანგრეულ ქალაქებში ცხოვრობს და სასმელი წყალი და საკვები ფაქტობრივად არ აქვს.

გაერო-ს მონაცემებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში 2,5 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ივნისში საერთაშორისო ორგანიზაციამ “ექიმები საზღვრებს გარეშე” განაცხადა, რომ ბორნოს შტატის ქალაქ ბამაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში შიმშილით 200 ადამიანი დაიღუპა.

 

იტვირთბა....