ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება წლის ბოლოსთვის დასრულდება

 

ქართული მხარე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას წლის ბოლოს ელოდება. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამ კვირაში გაიმართება.

“ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს მოლაპარაკებებს აუცილებლად დავასრულებთ. ორივე მხარეს მსგავსი მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება გასული წლის შემოდგომაზე გადაწყდა. შედეგად საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება ექნება გაფორმებული.

იტვირთბა....