ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამბოხებულებმა ერდოღანის თვითმფრინავი მიზანში ამოიღეს…

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლში უნდა დაშვებულიყო, მეამბოხეების ორ გამანადგურებელს მიზანში ჰქონდა ამოღებული, თუმცა თურქეთის ლიდერი სტამბოლში მშვიდობით ჩავიდა.

Reuters ინფორმაციით, თვითმფრინავს ორი სხვა F-16 იცავდა. დღემდე იდუმალებით მოცულია მიზეზი, რატომ გადაიფიქრეს მისი ჩამოგდება.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა სააგენტოს განუცხადა, რომ ორ გამანადგურებელს პუჩისტებისგან პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება ჰქონდათ მიღებული, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. აღნიშნულ პირებს დამატებითი დეტალები არ გაუჟღერებიათ.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეებს სურდათ ბოსფორზე არსებული ხიდისა და სტამბოლის აეროპორტის დაკავება.

შეგახსენებთ, სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში ბოლო მონაცემებით 290 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....