მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის” განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის სახელით უცხო პირები ფულს აგროვებენ:
”გარკვეული პირები, რომელთა ვინაობა ასევე უცნობია ჩვენთვის, აზრის გამოკითხვის საბაბით მოქალაქეებთან აწარმოებენ გასაუბრებას პოლიტიკურ თემებზე, რა დროსაც ახდენენ ჩვენი მოძრაობის რეპუტაციის შელახვას არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტები.
გვსურს ჩვენს თანამოქალაქეებს მოგიწოდოთ: არ შეხვიდეთ შეცდომაში და ჩვენი მოძრაობის სახელით მოსულ არც ერთ პირს არ მისცეთ არანაირი ოდენობის თანხა.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, აქაც ისევე როგორ პირველ შემთხვევაშიც, საქმე გაქვს პარტიის რეპუტაციის შელახვასთან. ამ კამპანიის ორგანიზებული ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაინტერესებული სახელისუფლებო ჯგუფის მიზანმიმართულ შავ პიართან, რომელიც ძველი და გაცვეთილი მეთოდებით აწარმოებს ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლას.
კატეგორიულად ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და გამოიძიონ ეს შემთხვევები. კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას – არ აჰყვეს პროვოკაციას. ჩვენი აქტივისტები თქვენთან აუცილებლად მოვლენ მხოლოდ თქვენი პრობლემების მოსასმენად, საქართველოს განვითარების ჩვენს მიერ შემუშავებულ გეგმაზე სასაუბროდ და ცესკო-ში პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შესაგროვებლად”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.