არეულობაა ყაზახეთშიც – ალმა-ატის ცენტრში ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციის განყოფილებას. ბოლო მონაცემით დაიღუპა 4 და მძიმედ დაიჭრა 7 სამართალდამცველი.
ქალაქში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდეს. მოსახლეობას ურჩევენ ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ. მიმდინარეობს კონტრტერორისტული ოპერაცია. ერთი თავდამსხმელი უკვე დააკავეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.