ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქ სამხედროებს საბერძნეთის ხელისუფლებამ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ბრალი წაუყენა

თურქ სამხედროებს, რომლებიც საბერძნეთში  თურქეთიდან ვერტმფრენით ჩავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს, საბერძნეთის ხელისუფლებამ  საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ბრალი წაუყენა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისის დილით საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლისში  თურქული სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა, რომლის ბორტზეც რვა ჯარისკაცი იმყოფებოდა. აჯანყებაში მონაწილე, თურქეთიდან გაქცეულმა სამხედროებმა, საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს.

თურქეთი  საბერძნეთისგან გაქცეული სამხედროების გადაცემას ითხოვს.

იტვირთბა....