ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერმა ტელეფონით

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო, რომელთაც თავი შესწირეს თურქეთში დემოკრატიის დაცვას. მან თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.

თურქეთის პრემიერ- მინისტრმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან თურქეთის სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთში სიტუაცია ნორმალიზებულია და საქართველოსთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება გაგრძელდება.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, რომ 19 ივლისს, ანკარაში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართოს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა. გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულება.

იტვირთბა....