ახალი ამბები მთავარი

თურქეთში აჯანყების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა დაიწყო

თურქეთში ორი დღის წინ მომხდარი  მოვლენების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა დაიწყო. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

შეკრებილ მოქალაქეებს თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა:

“გიულენის მომხრეებმა, როგორც კიბოს ვირუსმა, შეაღწიეს სახელმწიფოს ყველა ორგანოში. ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ. იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაუგზავნეს ჩვენი მოთხოვნები გიულენის გადმოცემის თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს. დაველოდოთ მათ რეაქციას,” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობას 265 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

იტვირთბა....