ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯიქიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა, -ინფორმაციას სააგენტო “კვირა”  ავრცელებს.

სააგენტოს ცნობის მიხედვით,  მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
დაშავებული სავარაუდოდ, ბინის მეპატრონე ახალგაზრდა გოგონაა.
აფეთქება დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
“ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მუშებს ავეჯი შეჰქონდათ. სახლში შესვლისას ბუნებრივი აირის სუნი უგრძვნიათ. სახლის მეპატრონეს ურჩიეს არ აენთო გაზქურა, თუმცა მან მაინც აანთო. უცებ ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ. საშინელება იყო”, – განაცხადა თვითმხილველმა.
მისივე თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ეზოში მდგარ ავტომობილს მინები ჩაემსხვრა.

იტვირთბა....