სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ერევანში შექმნილი ვითარება ქვეყნის სამართალდამცავი უწყების პასუხისმგებელ პირებთან ერთად განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით ვითარებას სამართალდამცველები მთლიანად აკონტროლებენ და მის გადასაწყვეტად ყველა ზომას მიმართავენ.
აღსანიშნავია, რომ სომხური მედია არ ადასტურებს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიციის შენობის შტურმთან დაკავშირებით. „ნოვოსტი-არმენიის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე ვითარება მშვიდია.

