ბოლო მონაცემებით, თურქეთში, სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით, ექვსი ათასამდე ადამიანია დაკავებული, -ინფორმაციას BBC იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარალელურად, საინფორმაცია სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთში 51 სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ წერს. მათ შორის არის დენიზლის გარნიზონისა და სპეცდანიშნულების მე-11 რაზმის სარდალი, გენერალი ქამილ ოზჰან ოზბიქირი.
დღეს გავრცელებული ცნობით, ასევე დაკავებულია 426 მოსამართლე.

