ახალი ამბები მთავარი

ერევანში მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია დაიწყო

ერევანში, პოლიციის სამმართველოში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია დაიწყო, -ინფორმაციას  სანფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციის შენობაში შეჭრას პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი ემსხვერპლა, პოლკოვნიკი არამ ოვანესიანი, ვიცე-პოლკოვნიკი ჰრაჩ ხოტეგიანი და უმცროსი ოფიცერი გაგიკ მკრტჩიანი კი დაშავდნენ.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ადამიანებმა პოლიციის სამმართველო დღეს დაიკავეს. მათ მძევლად 7 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი და 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.

იტვირთბა....