თურქეთის ინჯირლიკის ავიაბაზა, რომელსაც აშშ და საერთაშორისო კოალიცია მეზობელ სირიაში ექტრემისტების წინააღმდეგ ავიადარტყმებისთვის იყენებს, ბლოკირებულია, – ინფორმაციას CNN ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის საკონსულო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ვითარების გარკვევამდე ბაზის სიახლოვეს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
აშშ-ის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები უცნობია. ვაშინგტონი ანკარასგან ავიაბაზის ბლოკირების შესახებ განმარტებას ელის.

