თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი ფეთჰულა გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს. ამის შესახებ გიულენმა მედიასთან საუბარში განაცხადა:
„საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ შედეგეს დავეთანხმები, თუნდაც ეს ტყუილი იყოს, ან ფულის საშუალებით მოსყიდული. ნებისმიერი შედეგი მისაღები იქნება. მხოლოდ ვითხოვ, გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს“, -განაცხადა ფეთჰულა გიულენმა.
შეგახსენებთ, რომ ერდოღანი სამხედრო გადატრიალებაში გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ოფიციალურ ვაშინგტონს მის ექსტრადიციას სთხოვს.

