ერევანში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმისას ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა,- ინფორმაციას panarmenian.net ავრცელებს.
შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას, პრეზიდენტის გადადგომასა და ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მძევლად აყვანილი 2 ადამიანი გათავისუფლებულია. ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი ჯერ კიდევ მძევალთა შორის რჩება.

