თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, უკვე ექვსი ათასამდე ადამიანია დაკავებული, -ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საინფორმაცია სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთში 51 სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ წერს. მათ შორის არის დენიზლის გარნიზონისა და სპეცდანიშნულების მე-11 რაზმის სარდალი, გენერალი ქამილ ოზჰან ოზბიქირი.
დაკავებულები იზმირის ციხეში იმყოფებიან. ასევე დაკავებულია 426 მოსამართლე.

