ახალი ამბები მთავარი

ანსამბლ “ქართული გენის” წევრები საქართველოში დაბრუნდნენ

ანსამბლ “ქართული გენის” წევრები, რომლებიც თურქეთში იყვნენ,  უკვე საქართველოში არიან. ავტობუსმა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაახლოებით ერთი საათის წინ გადმოკვეთა. ანსამბლი საქართველოში ბულგარეთიდან თურქეთის გავლით დაბრუნდა. ავტობუსს, სადაც 50-მდე ბავშვი იმყოფებოდა, სარფში მშობლები დახვდნენ.

აღდგენილია ასევე ავიაკომპანიების მუშაობა. თურქეთში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ უკვე შესრულდა რამდენიმე ავიარეისი სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებით.

 

იტვირთბა....