ახალი ამბები მთავარი

თურქეთის უზენაესი სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა

თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, თურქეთის უზენაესი სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა. მანამდე  თანამდებობიდან 2750-მდე მოსამართლე გაათავისუფლეს. მათ მკვლევარ  ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ადანაშაულებენ.

აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენი თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად დაასახელა. თუმცა, ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

 

იტვირთბა....