ახალი ამბები მთავარი

თურქეთში 2745 მოსამართლე გაათავისუფლეს

თურქეთში 2745 მოსამართლე გაათავისუფლეს.  გადაწყვეტილება მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ მიიღო, – ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

საბჭო  დისციპლინური ზომების განსახილველად შეიკრიბა, რომლის გამოყენებასაც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეთა წინააღმდეგ მიიღებდნენ. თურქული მედია შეთქმულების ორგანიზატორად თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ აკინ ოზთურკს, ასახელებს. ის სამხედრო საქმიანობას 2015 წლის აგვისტოში ჩამოშორდა, თუმცა უმაღესი სამხედრო საბჭოს წევრად რჩებოდა.

იტვირთბა....