საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად თურქულმა ავიაკომპანიებმა დღეს დამატებითი ავიარეისები დანიშნეს,-ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია:
“თურქეთის ავიახაზების რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან შეიცვალა და არის 15:45 ადგილობრივი დროით. ავიაკომპანია „ატლას გლობალის“ რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან დაგეგმილია 16:20 საათზე ადგილობრივი დროით.
სრულფასოვნად აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა და თურქული ავიაკომპანიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ოპერირებას. „მგზავრებს ასევე უკვე შეუძლიათ გააგრძელონ მგზავრობა სტამბულიდან მათი საბოლოო დანიშნულების ქალაქებამდე და ასევე ჩამოფრინდნენ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან სტამბულის გავლით“, – ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

