ახალი ამბები მთავარი

ანკარის მერი: “ამბოხში ის მფრინავი მონაწილეობდა, რომელმაც რუსული მოიერიშე სუ 24 ჩამოაგდო”

ანკარის მერმა, მელიხ გეკჩეკმა, სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თურქეთის სამხედრო ამბოხში ის მფრინავი მონაწილეობდა, რომელმაც რუსული მოიერიშე სუ 24 ჩამოაგდო.

მფრინავის ვინაობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

“პარალელურმა სახელმწიფომ” დააზიანა ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან. ეს იყო თვითმფრინავის ინციცდენტი, რომელშიც ამ ორგანიზაციის (პარალელური სახელმწიფო) მფრინავი მონაწილეობდა. 100%-იანი დარწმუნებით გეუბნებით, ის იყო სამხედრო პუტჩის მონაწილე. ამ დრომდე ჩვენ ამ ინფორმაციას არ ვაჟღერებდით,” – განაცხადა მელიხ გეკჩეკმა.

იტვირთბა....