ახალი ამბები მთავარი

თურქეთის ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენას გეგმავს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა,  სამხედრო გადატრიალების მცდელობის შეფასებისას განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენას გეგმავს:

“დღეს საკონსტიტუციო საბჭო შეხვედრას გამართავს, სადაც განიხილავენ სასჯელის სახით სიკვდილით დასჯის დაბრუნების მიზანშეწონილობის საკითხის. ასევე, ამ თემაზე იქნება შიდაპარტიული კონსულტაციებიც,” – განაცხადა ილდირიმმა.

მისი თქმით, დაღუპულია 161 ადამიანი და დაშავებულია 1440.

იტვირთბა....