ახალი ამბები მთავარი

თურქეთში დარჩენილ ორ ქართულ ანსამბლს საკონსულო, სამშობლოში გამომგზავრებამდე, სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, თურქეთში დარჩენილ ორ ქართულ ანსამბლს საკონსულო, სამშობლოში გამომგზავრებამდე, სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს:

„რა ინფორმაციაც მე ამ წუთში გამაჩნია, თურქეთში მყოფ ორ ქართულ ანსამბლთან ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენს საკონსულოს. სწორედ საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქის შესასვლელში და გააკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ანსამბლების წევრები უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლში, სამშობლოში გამომგზავრებამდე”,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ჟურნალისტებთან  საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებზეც ისაუბრა:

„ჩვენი საკონსულოს წარმომადგენლები სტამბოლში აეროპორტში არიან. ისინი აწვდიან მათ როგორც საკვებს, ასევე საჭირო საგნებს, მედიკამენტებს და სხვა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

იტვირთბა....