თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით,თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.
სამართალდამცავთა განმარტებით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალექსანდროპოლისის აეროპორტში დაეშვა. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე 8 სამხედრო პირმა საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაკავებულთა უკან თურქეთში დაბრუნება მოითხოვა.

