სტამბოლის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ოთხი სამხედრო დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ამასთან, სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქალაქში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია. თურქეთის უმსხვილეს ქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ძალებია გაგზავნილი.
თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს. გიულენის მომხრეები ბრალდებებს უარყოფენ.
2030.news

