საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება საქართველოს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში და თვალი მიადევნონ საინფორმაციო საშუალებებში მოვლენების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040, +905418184400”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.