ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ელჩი საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სჯობს  თურქეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ:
“გავრცელებული ინფორმაციით, აქ იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამჟამად ვითარება გაურკვეველია. ჩვენ თვალყურს ვადევნდებთ მოვლენების განვითარებას. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მეზობელია და მინდა ვუსურვო მშვიდობა. რაც შეხეება საქართველოს მოქალაქეებს, რჩევა იქნება, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, სანამ სიტუაცია არ განიმუხტება, ზედმეტი მოძრაობისა და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სახლებში, ინფორმაციის საშუალებებზე თვალყურის მიდევნებით და ჩვენი ცხელი ხაზის გამოყენებით, მოვლენების განვითარებას ადევნონ თვალი”,- განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, ამიერიდან თურქეთს “სამშვიდობო საბჭო” მართავს.

სამხედრობს დაკავებული აქვთ მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. დახურულია აეროპორტები. თურქეთში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.

იტვირთბა....