თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს, -ამის შესახებ მან ტელეკომპანია CNN Turk-თან ტელეფონით, “სკაიპით” ჩაერთვისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთში მიმდინარე მოვლენების უკან “პარალელური სტრუქტურები” დგანან და თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შესაბამის პასუხს გასცემს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, ამიერიდან თურქეთს “სამშვიდობო საბჭო” მართავს.
სამხედრობს დაკავებული აქვთ მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. დახურულია აეროპორტები. თურქეთში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.