თურქეთის პრემიერის ილდირიმ ბინალის განცხადებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალება სცადეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
პრემიერის განცხადებით, ამ დროისათვის, უშიშროების სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაანეიტრალონ სიტუაცია.
თვითმხილველების ცნობით, დედაქალაქ ანკარაში სროლის ხმა ისმის.