ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ათათურქის აეროპორტისკენ ტანკებია გადასროლილი (ვიდეო)

სტამბოლში,​ ათათურქის აეროპორტისკენ ტანკებია გადასროლილი. ამის შესახებ Reuters თურქულ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით იუწყება.

მედია შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.

თურქეთის პრემიერის ილდირიმ ბინალის განცხადებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალება სცადეს. მისი ინფორმაციით, სამხედროების ჯგუფმა ეს იარაღისა და საკუთარი მდგომარეობის გამოყენებით სცადა.

მისივე თქმით, ამ დროისათვის, უშიშროების სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაანეიტრალონ სიტუაცია.

https://www.youtube.com/watch?v=8XyIrwlnvw8

იტვირთბა....