ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქი სამხედროები: ყველა საერთაშორისო შეთანხმება ძალაში რჩება

თურქი სამხედროები, რომელთაც ქვეყნის ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ განაცხადეს, დასძენენ, რომ ყველა საერთაშორისო შეთანხმება ძალაში რჩება. ამის შესახებ CNN Turk იუწყება.

„ყველა საერთაშორისო შეთანხმება და ჩვენი ვალდებულებები ძალაში რჩება მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან“ – აცხადებენ ქვეყნის გენშტაბში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ თურქეთის ყველა პარტნიორ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურთ.

იქამდე, თურქეთის პრემიერმა ილდირიმ ბინალმა განაცხადა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა და სამხედროების ჯგუფმა ეს იარაღისა და საკუთარი მდგომარეობის გამოყენებით სცადა.

ანკარასა და სტამბოლში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა.

იტვირთბა....