საფრანგეთში მცხოვრები ოთხი ქართველი, რომელთაც ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ახლობლები ეძებდნენ, უსაფრთხოდ არიან,-ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მეგობრებო, ამ წამს გავარკვიეთ, ოთხი ქართული წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქე კარგადაა. სახლში არიან უსაფრთხოდ. უბრალოდ არ პასუხობდნენ ტელეფონის ზარებს.“
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადამიანთა თავყრილობაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, რის შემდეგაც მძღოლმა ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 84-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-მეტი კი დაშავდა.