ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი: „ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა“

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრაგედიას მისი ორი მეგობარიც შეეწირა:

“აღარ ვიცი რა დავწერო. განადგურებულები ვართ. გუშინ ღამე საერთოდ ბიბისისაც კი არ ედო ახალი ამბები ნიცაზე ჩემმა მეგობრებმა რომ მომწერეს ჯერ არავინ არ ავრცელებს და გაავრცელეო, ფოტოებს და ვიდეოებს მიგზავნიდნენ და ვავრცელებდი მეც ავტომატურად.

ახლა ცოტა ხანს მეძინა და რომ გავიღვიძე მივხვდი რომ ჩემს ქალაქშიც ჩამოაღწიეს ამ ლაჩრებმა, ყველაზე სულმოკლე არსებებმა…

ყველაზე საშინელება და ტრაგედია ის არის რომ ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა, ვერ ვჩერდები რომ მახსენდება შეიძლება მეც ნუციც და მათ გარდა მილიონი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იქ ყოფილიყო, უფრო მეშინია.

მათაც ეს უნდათ გვეშინოდეს ხოდა გვეშინია უკვე, მე მართლა მეშინია, ისე რომ კიდე დიდ ხანს ვერ ჩავალ იქ, მითუმეტეს იმის მერე რაც ვნახე…

ჩემი ჯგუფელი გოგოები.

ეროვნული ზეიმი ეროვნულ გლოვად აქციეს მეტი რაღა უნდა ქნან, ადრე რიცხვებს მაინც არ ამთხვევდნენ ახლა უკვე ყველაფრის განადგურება დაიწყეს, ყველაფერი იმისი რაც საფრანგეთისთვის ღირებულია, ფრანგებისთვის ძვირფასი”, – წერს ანანო ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადამიანთა თავყრილობაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, რის შემდეგაც მძღოლმა ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 84-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-მეტი კი დაშავდა.

იტვირთბა....