ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Le Figaro ნიცას ტერაქტზე ახალ დეტალებს აქვეყნებს

ადგილობრივი მედია ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალებზე წერს.
სატვირთო ავტომობილი, რომლის მეშვეობითაც საფრანგეთში, ნიცაში ტერორისტული აქტი განხორციელდა, მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე იყო დაქირავებული. ამის შესახებ Le Figaro იუწყება.

ფრანგი სამართალდამცველები ტერაქტის ადგილზე ლიკვიდირებული, ავტომანქანის მძღოლის სახლში ჩხრეკას ატარებს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნი მართვის მოწმობა შეესაბამება პიროვნებას, რომელიც ლიკვიდირებულია.

ქალაქ ნიცაში ტერაქტი ბასტილიის აღების დღესასწაულზე განხორციელდა. სანაპიროზე დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილი მოსახლეობის მასაში სატვირთო ავტომობილი 60-70 კმ.სთ. სიჩქარით შეიჭრა. იყო სროლებიც. სატვირთოს სავარაუდოდ, წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის მამაკაცი მართავდა.

ნიცაში მომხდარი ტერაქტისას 84 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით დაშავდა.

საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

იტვირთბა....