ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საავადმყოფოში 54 ბავშვი გადაიყვანეს: 10 ბავშვი დაიღუპა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა შორის 10 ბავშვია, – ამის შესახებ ინფორმაციას „“ბიბისი“ ქალაქიწს მერის, კრისიან ესტროსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი პრესა კი წერს, რომ თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში 54 ბავშვი გადაიყვანეს.  ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Nice-Matin-ი ადგილობრივი საავადმყოფოს ამდინიტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარდაცვლილთა შორის რამდენიმე ბავშვია, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, ნიცაში გუშინ საღამოს ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ. სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა. პოლიციამ სატვირთოს მძღოლის ადგილზე მოკლა. ავტომობილიდან ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები. ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 -მდე გაიზარდა.

ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არავის აუღია.

იტვირთბა....