https://www.youtube.com/watch?v=qxk5kmszCLc
პარიზსა და ნიცაში დღეს სახელმწიფო დროშები დაუშვეს. გარდა ამისა, ნიცაში დაგეგმილი ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაგეგმილი იყო მომღერალ რიანას კონცერტი და ჯაზ ფესტივალი, რომლებიც მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა.
შეგახსენებთ, ნიცაში გუშინ საღამოს ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ. სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა. პოლიციამ სატვირთოს მძღოლის ადგილზე მოკლა. ავტომობილიდან ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები. ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 -მდე გაიზარდა.