ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„თავდასხმა მიმართული იყო იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელსაც ნატო იცავს“

„ნიცაში განხორციელებული თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანებისა  და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო იცავს“, –  ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“შეძრული და დამწუხრებული ვარ ნიცაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, ახლობლებთან და დაშავებულთანაა. ეს თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანებისა  და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო იცავს. თუმცა ტერორიზმი ვერასდროს დაამრცხებს დემოკრატიას, თავისუფლებას და ჩვენს ღია საზოგადოებას. სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის ხალხს”, – ნათქვამია იენს სტოლტენებერგის განცხადებაში.

იენს სტოლტენებრგის განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ნიცაში გუშინ საღამოს ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ. სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა. პოლიციამ სატვირთოს მძღოლის ადგილზე მოკლა. ავტომობილიდან ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები. ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 -მდე გაიზარდა.

იტვირთბა....