ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თსუ-ში სენატის არჩევნები გაიმართება

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის არჩევნები გაიმართება. სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა დამატებით კიდევ 33 კანდიდატი უნდა აირჩიონ, რის შემდეგაც სენატის 40 კაციანი შემადგენლობა უკვე 73-მდე გაიზრდება.

დღეს კი არჩევანი 45 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. მათგან 24 პროფესორი და 21 სტუდენტია. არჩევის პროცესს არასამთავრობოები დააკვირდებიან. სენატი უნივერსიტეტის ბიუჯეტს განკარგავს.

ასევე ყველა იმ პროექტს, რომელიც ფინანსურ დაფინანსებას საჭიროებს, სწორედ სენატი ამტკიცებს. უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ აუდიტორია 115-ის წევრები, მათ არჩევნებზე წარმოდგენილი ჰყავთ თავიანთი კანდიდატიც, –  თორნიკე შევარდნაძე.

იტვირთბა....