საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ნიცაში მომხდარ ტერაქტზე სოციალურ ქსელში წერს:
”სატვირთო მანქანა, 2-3 ტონის სიმძიმის, მთელი სისწრაფით შევარდა ხალხში, რომელთაც რეაგირება ვერ მოასწრეს, რადგანაც ფეერვერკებს უყურებდნენ, ანუ სხვა მიმართულებით იყურებოდნენ. მძღოლმა არ დაინდო არავინ, ორი კილომეტრის მანძილზე გადაუარა ბავშვებს, ქალებს, ყველას ვინც კი გზად აღმოჩნდა. პარალელურად მძღოლმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციას, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა. სატვირთო მანქანაში ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერებები, ხელყუმბარები და სხვა სახის მძიმე იარაღი. ორი კილომეტრის მანძილზე ეს ცხოველი ჭყლეტდა ხალხს! გარდაცვლილები, 100-ზე მეტი დაშავებული. მოდი და ნუ გაგიჟდები”, – წერს ეკა სირაძე-დელონე.
ნიცაში სატვირთო ავტომანქანის მძღოლის მიერ განხორციელებულ ტერაქტს ბოლო ინფორმაციით 84 ადამიანი შეეწირა. დაშავებულია 100-ზე მეტი.