ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი2-ის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

დღეს, ტელეკომპანია  „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოდან განჩინება მიიღეს, რომლის მიხევითაც იურისტების მოთხოვნა გადაწყვეტილებაში უზუსტობის გასწორებაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეს განჩინება შესაძლებელია, გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში 12 დღის ვადაში.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული იქნა უსწორობა. კონკრეტულად, დავის საგანში მითითება იყო, რომ ეს არის ინტელექტუალური და საავტორო საკუთრების უფლება, რაც არ არის სწორი, რადგან სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომაზე ქიბარ ხალვაშმა უარი თქვა მის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორედ ინტელექტუალურ და საავტორო უფლების ნაწილში,” – განაცხადა იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.

„რუსთავი2-ის“ იურისტები უზუსტობის შესწორებას და უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, არხის  თანამშრომლებთან ერთად სპეციალური განცხადებით უზენაეს სასამართლოს მიმართა და მოუწოდა, რომ   საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიეღო.

იტვირთბა....