აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძემ, აჭარის რწმუნებულად დანიშვნის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მისი დანიშვნის შემდეგ აჭარის მთავრობაში ცვლილებებს გეგმავს, თუმცა არა რადიკალურს.
„რა თქმა უდნა, იქნება ცვლილება, ოღონდ რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებ. ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები. მალე იქნება კენჭისყრა, შესაბამისად, უფრო ვრცლად გავაკეთებ ბრიფინგს. ერთი რამ იცოდეთ, მედიის წარმომადგენლებისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება, ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ მზად ვართ, თქვენთან კონტაქტისთვის,“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარაში ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. პრეზიდენტმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზეც წარუდგინა.