ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

მინისტრი კომენტარს აკეთებს: სტუდენტთა აქცია განათლების სამინისტროსთან (ვიდეო)

საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან – 4 000-მდე ქართველი სტუდენტი, რომლებიც საზღვარგარეთ, სხვადასხვა უნივერსიტეტში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუსწრებლად სწავლობდნენ, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას მოითხოვენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მათ დაგროვებული კრედიტები ჩაუთვალა და უმაღლესი სასწავლებლებიც მათ მიღებაზე მზაობას გამოთქვამენ. თუმცა, სტუდენტების განმარტებით, მათ სწავლის გაგრძელების საშუალება სამშობლოში არ ეძლევათ, რადგან მინისტრი, შეცვლილი კანონმდებლობის გამო, შესაბამის ბრძანებულებას ხელს არ აწერს.

სტუდენტების აქციას განათლების მინისტრი გამოეხმაურა.

 

იტვირთბა....