ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ მოკლული 20 წლის გოგონას ბებია სხვა ვერსიას უყვება:
,, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გოგონა ჩემთან ცხოვრობდა, შვილებთან ერთად. გუშინ საღამოს მოვიდა 7-ისთვის ქმარი, მე მცემა და ჩემი შვილიშვილიც სცემა, პატრულს გამოვუძახეთ, პატრული მოვიდა წაიყვანა განყოფილებაში, დააწერინა ხელწერილი, რომ აღარ მოვიდოდა. ბავშვები წაიყვანა და წავიდა თავის სახლში. ღამით, 11 საათისთვის მოვიდა ჩვენთან, გოგონას ეძინა თავის ძმასთან ერთად და ეუბნებოდა ფული მომეცი, ფული მომეციო. მე ვიყავი სახლში, გარეთ მეძინა აივანზე. წამალს იკეთებდა და ფული ამისთვის სჭირდებოდა. 7 წელია ცოლ-ქმარი არიან, ერთმანეთი უყვარდათ და გაიპარნენ. ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ ერთმანეთი უყვარდათ. ღამით რომ მოვიდა ჩაარტყა დანა და მოკლა, ძმაც იწვა გოგონასთან ერთად 11 წლის, ბავშვი გამოიქცა რომ გავეღვიზებინე, მკვლელი კი გაიქცა“, – განუცხადა ,,პრაიმტაიმს” მოკლულის ბებიამ.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში 20 წლის გოგო ყოფილმა ქმარმა გავრცელებული ვერსიით ეჭვიანობის ნიადაგაზე ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. მამაკაცი დაკავებულია და მის მიმართ საქმე 108-ე, განზრახ მკვლლეობის მუხლით აღიძრა.