ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
„მარიამი მისი მეგობრებით არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან! ვიცნობ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. როგორც კი მესმის რომ მისი მეგობარია, მაშინვე ვხდები სუბიექტური და ალბათ ამის მიზეზი , ჩემი შვილის სიყვარულია მათ მიმართ.
თითქმის ყველას ვიცნობ და ვემეგობრები. მიყვარს ყველა. მათი ისტორიებით, პრობლემებით, წარმატებებით. არავის უკვირს უკვე ჩვენი ურთიერთობები.
ასე მოვიდა ერთხელ და მომიყვა სანდროს შესახებ. მარწმუნებდა, რომ სანდროსნაირი ბიჭი ცოტაა ამ ქალაქში და მეც გაღიმებული ვუსმენდი. იმიტომ რომ მარიამი ასე ყვება ყველა მის მეგობარზე. მოახერხა და იმდენი ქნა შემაყვარა სანდრო, ბიჭი, რომლის გაცნობაც ვერ მოვასწარი. შემაყვარა იმიტომ, რომ მარიამს უყვარდა ძალიან.კარგი ბიჭი სანდრო.
გუშინ მის ისტერიკანარევ ტირილში მხოლოდ ის გავიგე რომ სანდრო გარდაიცვალა. კარგი ბიჭი სანდრო და პირველად მივხვდი რომ შვილს სიმწრისგან ვერ ვიცავ. მეგობარი რომ მოუკვდა ამ სიმწრისგან. და დედა! რომელსაც კარგი ბიჭი სანდრო აღარ ჰყავს! აქ უკვე სიტყვებს ვერ ვპოულობ რა უნდა დავწერო!
საშინელი ამბავი მოხდა! საშინელი. კარგი ბიჭი სანდრო გარდაიცვალა! დედას ძალიან კარგი შვილი მოუკვდა! უსამართლობაა ეს!“
„მეტრონომის“ ინფორმაციით, პოსტი საკმაოდ ცნობილი სახელის შვილს უკავშირდება.