ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი შესაძლოა ჩაიშალოს

ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი ჩაშლის პირასაა . ე.წ. საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ მოსახლეობის ასეთი დაბალი აქტივობა ჯერ არ დაფიქსირებულა. ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას – „უნდა ჩატარდეს თუ არა ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები”

 

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ოპოზიციის მიერაა ინიცირებული, მათ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აღიარებენ რეფერენდუმის შედეგებს, რადგან მათ სააგიტაციო კამპანიის ჩასატარებლად დრო არ ჰქონდათ.

 

ოპოზიცია რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებას მოითხოვდნენ, თუმცა რაულ ხაჯინბამ მათი პოზიცია არ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....