ახალი ამბები მთავარი სამართალი

”მოდის არჩევნები, ასეთ გადაწყვეტილებას არვინ იღებს ტყუილად”

”მოდის არჩევნები. ასეთ გადაწყვეტილებას არვინ იღებს ტყუილად”- ამის შესახებ განაცხადა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა. მისი შვილის,  გუკა რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ადგილზე მისულ პროკურატურის თანამშრომლებს რჩეულიშვილი სახლში არ დახვდა.

ვახტანგ რჩეულიშვილმა აღნიშნა, რომ შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

”რაზე უნდა ველაპარაკო, გაიგებდა აქ რაც ხდება, რომ დასაკავებლად მოვიდნენ. 4 წელია ძიება მიმდინარეობს. ჩვენ ვითხოვდით კომპლექსური გამოძიების ჩატარებას მერიის, სამინისტროების, განვითარების ფონდის და არჩილ კბილაშვილის საწინააღმდეგოდ და მივიღეთ პასუხად ის, რომ 30 კაციანი ჯგუფი შექმნეს და გუკას დაჭერა მოინდომეს”, – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

მისი თქმით, გუკა რჩეულიშვილის დაკავების გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

”მოდის არჩევნები. ასეთ გადაწყვეტილებას არვინ იღებს ტყუილად. იციან, რომ რუსუდან კერვალიშვილი იყო ”ნაციონალური მოძრაობის” დროს პარლამენტის სპიკერი, იციან, რომ მაია მეგობრობდა მიხეილ სააკაშვილთან, იციან, რომ მე არ მქონდა კარგი ურთიერთობა წინა ხელისუფლებასთან და არც ამ ხელისუფლებასთან მაქვს კარგი ურთიერთობა.

იფიქრეს ალბათ და მიიღეს ასეთი წინასაარჩევნო გადაწყვეტილება. თუ ეს მართლაც ასეა და ეს წინასარჩევნო გადაწყვეტილებაა, მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნება მათ პოლიტიკურ კარიერაში”, – განაცხადა რჩეულიშვილმა და აღნიშნა, რომ დეტალებს პროკურატურისგან ხვალ გაიგებენ. ”გავარკევთ რამდენად ძლიერია პოლიტიკური ელემენტი ამაში. დამთხვევა საეჭვოა”, – აღნიშნა რჩეულიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს „ცენტრ პოინტის“ ორი თანამშრომელი დააკავეს. იგეგმება გუკა რჩეულიშვილის დაკავებაც, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ის სახლში არ დახვდათ.

იტვირთბა....